ხონი მთის დღეების მასპინძლობისთვის ემზადება - ღონისძიებები ხვალ დილიდან დაიწყება. სტუმრებს არაერთი გასართობი აქტივობა ელით. ეწყობა ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც.
სტუმრებს უმასპინძლებს მიშა ასაჯანიშვილი იმერულ მოტივებზე სპეციალურად შექმნილი კერძებით, ასევე შეფი თორგვა გოგოჭური, ხოლო ადგილობრივი მზარეულები სტუმრებს კლასიკურ იმერულ კერძებს დაახვედრებენ. ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.
"მთავრობის ადმინისტრაციის ხელშეწყობით მიმდინარეობს მთის დღეები. ვიმყოფებით იმერეთის მთიან რაიონში, სოფელ გორდაში. მიმდინარეობს მზადება ამ ლამაზი დღისთვის. იქნებიან მეწარმეები, იქნება გამოფენა-გაყიდვა, ასევე სხვადასხვა სახის სპორტული და საგანმანათლებლო გასართობები ახალგაზრდებისთვის," - აცხადებს საორგანიზაციო ჯგუფის წევრი სანდრო ოსეფაიშვილი.
მთის დღეები წელს მეორედ იმართება. 15-დან 22 ივლისის ჩათვლით მთის დღეები სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.