ინდოეთში წყალდიდობის შედეგად ნიუ-დელი დაიტბორა. დედაქალაქის რამდენიმე რაიონში სრულად შეწყვეტილია სატრანსპორტო მოძრაობა. რამდენიმე დღიანი ძლიერი წვიმის შედეგად ნიუ დელის გარდა დაიტბორა ინდოეთის ჩრდილოეთ შტატებიც.
ჰიმაჩალ პრადეში, რამდენიმე კვირიანი ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარეები, სტიქიის დროს დაღუპულთა რაოდენობამ კი 88-ს მიაღწია. ხელისუფლებიც ცნობით ქვეყნის მასშტაბით დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, სახლები და ავტომობილები.