26 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც ითხოვს სააკაშვილის გამოშვებას, პირდაპირ ემსახურება ქვეყანაში არეულობას და მეორე ფრონტს - გურამ მაჭარაშვილი

44 ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში. ევროდეპუტატები განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის სახელზე ავრცელებენ

მიხეილ სააკაშვილის დედის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისმის გზავნილი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად, მაგრამ მისი თქმით, შედეგი მაინც არ დგება. 

პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრის გურამ მაჭარაშვილის თქმით კი, ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც ითხოვს სააკაშვილის გამოშვებას, პირდაპირ ემსახურება ქვეყანაში არეულობას და მეორე ფრონტს:

"ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ მაინც ითხოვს სააკაშვილის გამოშვებას, პირდაპირ ემსახურება იმას, რომ გლობალური ომის პარტია, ლოკალური ომის პარტიის მეშვეობით ცდილობს ქვეყანაში არეულობას და მეორე ფრონტს. ადგილობრივ ლოკალურ პარტიაში მოიაზრებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და პატიმარი სააკაშვილი, რომელიც გამოცოცხლდა და ქართულ პოლიტიკაში მოვიდა,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად კლინიკა "ვივამედში" პოლონელი ექიმები ორი დღის წინ შევიდნენ. მიხეილ სააკაშვილთან და მედპერსონალთან 7 საათიანი შეხვედრის შემდეგ, უცხოელ ექიმებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. დიდი ალბათობით კონფიდენციალური დარჩება მათ მიერ მომზადებული სამედიცინო დასკვნაც.

დღის ამბები