26 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
10 მილიარდ 266 მილიონი დოლარი - საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი ბოლო 6 თვეში

10 მილიარდ 266 მილიონი დოლარი - ასეთია საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვა ბოლო 6 თვეში.

ეკონომიკურ მაჩვენებლებს ეჭვის თვალით უყურებს ოპოზიცია და ირწმუნება რომ გაზრდილი პროცენტები რუსეთთან ვაჭრობის შედეგია. ხელისუფლება კი ამაში პრობლემას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ სახელმწიფო რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სწორ ეკონომიკურ გათვლებს აკეთებს.

2023 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებში, რომელზეც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს, გაზრდილი ექსპორტის წილი 3 050.4 მლნ, იმპორტის მაჩვენებელი კი, 7 215.8 მლნ. აშშ დოლარია. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 19.2-ით, იმპორტი 20.4 პროცენტით გაიზარდა.

ექსპორტის ზრდა რომ ეკონომიკის სტიმულირებისთვის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს, ამის შესახებ ყურადღებას მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამახვილებენ. უწყებები პოზიტიურ ტენდენციებს ეკონომიკური მიმართულებით მომავალშიც პროგნოზირებენ.

საგარეო ვაჭრობის გაზრდილ მაჩვენებელში, ოპოზიციის წევრების განცხადებით, მნიშვნელოვანი წილი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს უჭირავს. ამ მიმართულებით საფრთხეებს ვერ ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობაში, სადაც მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე აკეთებენ აქცენტს.

ანალიტიკოსების განმარტებით, იმპორტ-ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებელი ბოლო პერიოდის დადებითი ტენდენციების გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო.

დეტალურ ინფორმაციას საგარეო ვაჭრობის შესახებ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახური ერთ კვირაში გამოაქვეყნებს.

 

დღის ამბები