26 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
"ქართული ოცნების" პარტიული კონფერენციები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში დაიწყო

"ქართული ოცნების" პარტიული კონფერენციები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში დაიწყო.

ლენტეხში გამართულ კონფერენციაზე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გაზდელიანი, ასევე ბიუროს წევრები აირჩიეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ცაგერში პარტიული კონფერენცია ტარდება.

"ლენტეხში უკვე ჩავატარეთ კონფერენცია, გვექნება დღეს ცაგერში პარტიული კონფერენცია, აქაც ავირჩევთ პარტიული ორგანიზაციის თავმდჯომარეებს, ასევე, ბიუროს წევრებს და გვექნება საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის.

"ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია საქართველოს მასშტაბით, ყველა რაიონში ვაპირებთ ჩასვლას მხარდამჭერებთან. სადაც მოხდება პარტიული თავმჯდომარეების არჩევა, ბიუროს წევრების არჩევა, პარარელურად მიმდინარეობს სამზადისი არჩევნებისთვის, საუბარია კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ პროექტებზე, გამოწვევებზე, სირთულეებზე, რა არის დაგეგმილი სამომავლო და რის განხორციელებას ვაპირებთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდეს," - აცხადებს კალაძე.

დღის ამბები