26 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
მივესალმები "ნაცმოძრაობამ" დაასახელოს ვაშაძე თავის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ეს იქნება ძალიან კარგი საბოლოო საპარლამენტო შედეგისთვის - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიესალმება იმ ფაქტს, თუ "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს დაასახელებს, ვინაიდან, მისი შეფასებით, მათი რეიტინგი კიდევ უფრო დაბლა დაიწევს 

ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას ენმს-ს წევრობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილი თავმჯდომარე ფაქტიურად პარტიაში გარიყულია და "ნაციონალური მოძრაობა" აქამდე უნდა დაეტოვებინა.

"ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი სულ უფრო დაბლა ჩადის, აქედან გამომდინარე ეს პარტია ეძებს რაღაც სიახლეებს. თუმცა ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის პირობებში, რა თქმა უნდა, რეიტინგი კიდევ უფრო დაბლა დაიწევს. ამიტომ მე მივესალმები "ნაცმოძრაობამ" დაასახელოს ვაშაძე თავის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ეს იქნება ძალიან კარგი საბოლოო საპარლამენტო შედეგისთვის.

მელიას რომ ჰქონდეს თავმოყვარეობა, აქამდე დატოვებდა "ნაციონალურ მოძრაობას." მოწოდებაც არ უნდა ჭირდებოდეს, ის ისედაც არის უკვე რეალურად განდევნილი პარტიიდან, მაგრამ ჯიუტად მაინც არ ტოვებს ამ პოლიტიკურ გაერთიანებას. წარმოიდგინეთ "ნაციონალურ მოძრაობას" რომ ვერ ელევა კაცი, რა თავმოყვარეობაზე არის საერთოდ საუბარი. მათი შიდა დაპირისპირება არის ძალიან კარგი. სწორედ ამ შიდაპარტიული დაპირისპირების შედეგია, მათ შორის ის დაღმავალი რეიტინგი, რომელიც აღენიშნება "ნაციონალურ მოძრაობას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები