თბილისში სვეტიცხოვლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. ორბელიანის მოედანზე გენერალური რეპეტიცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
"გავახაროთ ერთმანეთი" - ასეთია დღევანდელი საღამოს სლოგანი. კონცერტში - ნიკოლოზ რაჭველი, ნატო მეტონიძე, ანსამბლი “შვიდკაცა” და სხვა ცნობილი შემსრულებლები მონაწილეობენ.