უკრაინაში კვლავ ინტენსიური ბრძოლებია. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში, გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში. საჰაერო თავდაცვა ოკუპანტების მიერ კალიბრის ტიპის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ იტყობინებოდა.
დედაქალაქის საჰაერო სივრცეში განადგურებულია 10-მდე დრონი. კიევის მერის ინფორმაციით, დედაქალაქზე იერიშის შედეგად დაღუპულია 1 მოქალაქე, არიან დაშავებულები. მაშველებმა ცხედარი საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის ჩაქრობისას იპოვეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მათი სამხედროები ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე წინ მიიწევენ და ახლად აღებულ პოზიციებზე მაგრდებიან.
აშშ განიხილავს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი ტაქტიკური სარაკეტო სისტემის გაგზავნას. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა.
დიდმა ბრიტანეთის მთავრობამ ვილნიუსის ნატოს სამიტზე უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც საბრძოლო მასალასა და ჯავშანტექნიკას მოიცავს.
ესპანეთი შეუერთდება დიდი შვიდეულის უსაფრთხოების გრძელვადიან ვალდებულებებს უკრაინის წინაშე, რათა დაეხმაროს რუსეთის აგრესიის მოგერიებაში - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ვილნიუსის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
410 მილიონ დოლარს გამოუყოფს უკრაინას კანადა.