26 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
რუსული მხარის მორიგი დემარში - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი რუსულმა დელეგაციამ მისთვის არასასიამოვნო თემის წამოწევისთანავე დატოვა

რუსული მხარის მორიგი დემარში - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი რუსულმა დელეგაციამ ამჯერადაც მისთვის არასასიამოვნო თემის წამოწევისთანავე დატოვა. საუბარია 6 პუნქტიან გეგმაზე, რომლის შესრულებაზეც მოსკოვს ვალდებულება აღებული აქვს.

რუსული მხარის განსაკუთრებულ უკმაყოფილებას ჩამონათვალის ის ნაწილი იწვევს, სადაც საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა და დევნილთა საკუთარ ოჯახებში ღირსებულად დაბრუნებაა დაფიქსირებული.

"დევნილთა დაბრუნების საკითხი უნდა იყოს განხილული მშვიდ, არაპოლიტიზებულ გარემოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან,"-ასეთი იყო მათი განმარტება. ქართულ დელეგაციაში კი ამბობენ, რომ ადრე თუ გვიან რუსეთს ვალდებულებების შესრულება მოუწევს.

დღის ამბები