26 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთი არსად გამქრალა, რომელმაც მიიღო მეტი ნატო, ამავდროულად, კიდევ მეტი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად, რაღაც კონკრეტული კომუნიკაციის ხაზებს ნატო შეინარჩუნებს რუსეთთან - ირაკლი ჩიქოვანი

პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ დღეს ნატო არ არის მზად შევიდეს პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან. 

 "არ მქონდა გადამეტებული წარმოდგენები, რომ ვილნიუსის სამიტზე იქნებოდა გაწევრიანებასთან დაკავშირებით არსებითი გარღვევა. რა თქმა უნდა, მე მინდოდა ეს ამბავი, მთელს სახელმწიფოს, მთელ მთავრობას გვინდა და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გვინდა, მაგრამ ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული, ეს არის გეოპოლიტიკურ ვითარებაზე დამოკიდებული და ეს არის ალიანსის წევრი სახელმწიფოების პოზიციაზე დამოკიდებული, რომელიც ხშირად განპირობებულია საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან. ცხადად ვხედავთ, რომ დღეს ალიანსი არ არის მზად და არც იქნება არასდროს მზად შევიდეს პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთის ფედერაციასთან.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთი არსად გამქრალა, რომელმაც მიიღო მეტი ნატო და ამავდროულად კიდევ უფრო მეტი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად, რაღაც კონკრეტული კომუნიკაციის ხაზებს ნატო შეინარჩუნებს რუსეთთან. რა თქმა უნდა, რუსეთს არ აღიქვამს პარტნიორად, მაგრამ კომუნიკაცია ხაზს შეინარჩუნებს . ეს გარემოება კარგად უნდა გავითვალისწინოთ და ამით უნდა გავაგრძელოთ შემდეგ სამიტამდე ცხოვრება," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები