26 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
სამი ასპირანტი სახელმწიფო ჰყავს ნატოს, ეს არის საქართველო, უკრაინა, ბოსნია-ჰერცეგოვინა - უკრაინა წარმოდგენილი იყო პრეზიდენტის დონეზე, საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე - ირაკლი ჩიქოვანი

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანი გადაცემა „ღამის კურიერში“ ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს და განმარტავს, თუ რატომ არ იყოს ვილნიუსის სამიტზე წარმოდგენილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

„ არ მინდა გულწრფელად გამოვიყენო ის სიტყვა, რომელიც ახლა მაგონდება იმის დასახასიათებლად, რომ ვინმეს აქვს იმის წარმოდგენა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მუშაობს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურს ინტეგრაციაზე. ეს არის სტრატეგიული მიმართულება ჩვენი ქვეყნის, ეს არის პარადიგმა, რომლის საფუძვლები ასევე არის ჩაწერილი ჩვენს კონსტიტუციაში. არ არის ეს მართალი, ტყუიან ეს ადამიანები იმიტომ, რომ არაფერი არ აქვთ საზოგადოებისთვის შესათავაზებელი უშინაარსო სიტყვების გარდა და ამ დროს ცდილობენ, რომ ხელისუფლება გააშავონ.

რაც შეეხება პრემიერის დასწრების საკითხს, სამი ასპირანტი სახელმწიფო ჰყავს ნატოს - საქართველო, უკრაინა, ბოსნია-ჰერცეგოვინა.

საქართველო და ბოსნია ჰერცეგოვინა იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტრების დონეზე წარმოდგენილნი, უკრაინა იყო წარმოდგენილი პრეზიდენტის დონეზე. თუ ვსაუბრობთ იმაზე რატომ არ იყო იგივე ფოკუსი საქართველოზე. როგორც უკრაინაზე, მგონი ეს აბსურდი და სისულელეა.

ვინც იყო მიწვეული სახელმწიფო მეთაურებიდან, ეს არის კორეის რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი, ეს იყო ავსტრალიის მთავრობის ხელმძღვანელი, ახალი ზელანდიის მთავრობის ხელმძღვანელი და ასევე იაპონიის მთავრობის ხელმძღვანელი - ეს არის კონკრეტული თანამშრომლობის სფეროები და ასპექტები, რომელიც აქვს ნატოს ამ სახელმწიფოებთან და ზოგადად ამ რეგიონთან, ეს არის ობიექტური რეალობა. როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ჩვენ გვაქვს უკან დახევა მადრიდის სამიტის ჩანაწერებიდან, კარგად წაიკითხონ კომუნიკე - ერთ შემთხვევაში ეს იქნება ტყუილი, ან მეორე შემთხვევაში უბრალოდ წაკითხულის შინაარსის ვერ გამოტანა",- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

 

დღის ამბები