26 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
გაივლის დრო და ყველა დაინახავს, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, ეს არის გააზრებული, სტრატეგიულ მოთმინებაზე დაფუძნებული პოლიტიკა და მთავარი მიზანია საქართველოს ეროვნული ინტერესები - ჩიქოვანი

გაივლის დრო, იქნება შეფასებები და ყველა კარგად დაინახავს, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, ეს არის გააზრებული პოლიტიკა," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო პოლიტიკა არსებულ ვითარებაში ძალიან მგრძნობიარეა.

"მე მივიჩნევ, ახლა არსებულ ვითარებაში, საერთაშორისო ურთიერთობები, ზოგადად, და მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში არის ძალიან მგრძნობიარე. გაივლის დრო, იქნება შეფასებები და ყველა კარგად დაინახავს, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, ეს არის გააზრებული პოლიტიკა, გარკვეულწილად სტრატეგიულ მოთმინებაზე დაფუძნებული პოლიტიკა და მთავარი მიზანია საქართველოს ეროვნული ინტერესები იქნეს პირველ ადგილზე. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის იმ პარტნიორობის ფასი, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ამ პარტნიორობაში მე მგონია, რომ გვაქვს უფლება გვქონდეს ჩვენი ხმა," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები