26 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
ნებისმიერი პოლიტიკოსს, რომელიც მეტყვის, რომ სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა და კეზერაშვილი მედიამფლობელი, ფილანთროპი და ახალი პოლიტიკური რეალობის საყრდენი, მე მას გავაკრიტიკებ - ირაკლი ჩიქოვანი

პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ჩიქოვანი "ღამის კურიერის" ეთერში ოპონენტებს და იმ ევროპელ პოლიტიკოსებს პასუხობს, რომლებიც საქართველოს მთავრობას ანტიდასავლურ განცხადებების გაკეტებაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას კარგად ესმის პარტნიორობის ფასი, თუმცა უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი ხმა.

"რამდენად ანტიდასავლურ განცხადებას გავაკეთებ მე ახლა? - ჩემთვის ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც მეტყვის მიხეილ სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა და დემოკრატიული ლიდერი, ამავდროულად, დაამატებს იმას, რომ ბატონი კეზერაშვილი მედიამფლობელი, ფილანთროპი და ახალი პოლიტიკური რეალობის საყრდენია, მე მას გავაკრიტიკებ. ეს იქნება გერმანელი, ფრანგი, ლუქსემბურგელი, ბელგიელი და ეს მე პირში მითქვამს მათთვის - ამას არავის ვუმალავ, არც კუბილუსს და არც კალიურანდს, რომ ეს პოზიცია არის არასწორი. მათ ესმით, რომ ეს პოზიცია არასწორია რაღაც ნაწილში, ვიღაცას არ ესმის. უბრალოდ, საუბრობენ, რომ ეს არის ცუდი ოპტიკა, თუმცა ჩემთვის ოპტიკა კი არაა, ეს არის ყოველდღიურობა, ეს გამოვიარე მე. ახლა მე ვარ ანტიდასავლელი თუ არ ვარ, ყველამ მითხრას.

მეტყვიან არის თუ არა საქართველოს სასამართლო სისტემა სრულყოფილი, არ არის, მაგრამ საქართველოს სასამართლო სისტემა არის ბევრად უფრო სრულყოფილი და დამოუკიდებელი, ვიდრე ის იყო 10 წლის წინ. ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარი არ ყოფილა, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის, ახალაია პოლიტიკური პატიმარი არ ყოფილა, მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი არ ყოფილა. ყველა ამ საქმეზე ის გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს სასამართლომ მიიღო, სამართლიანი. ვინც ამას მეტყვის, რომ ეს ასე არ არის, მე მას გავაკრიტიკებ და ვიქნები მართალი. მაშინ როდესაც 10 წლის განმავლობაში კუბილისები და მისნაირები იძახდნენ, რომ შავი თეთრია, ახლა გადათქმა უჭირთ, პირველ ჩვენებაზე არიან და ეს არის ობიექტური რეალობა",- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

დღის ამბები