26 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
ეს იყო მაქსიმუმი, რაც ნატოს შეეძლო მიეცა უკრაინისთვის - თეონა აქუბარდია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია „ღამის კურიერთან“ საუბარში ვილნიუსის სამიტს აფასებს და აღნიშნავს, რომ ევროატლანტიკურმა საბჭომ უკრაინასთან დაკავშირებით მაქსიმალური გააკეთა, რამაც ნატოსთან უკრაინის მისასვლელი გზა შეამცირა.

„ რა თქმა უნდა, გამიხარდება, რომ საქართველო და უკრაინა ყოფილიყო ნატოს წევრი და ეს აარიდებდა თავიდან ომს როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და ემოციებით არ გამოვდიოდეთ, ამ მოცემულობაში ეს იყო მაქსიმუმი, რაც ნატოს შეეძლო მიეცა უკრაინისთვის.

ნატოს აქვს შესაბამისი კრიტერიუმები, წევრობისთვის აუცილებელია კონკრეტული რეფორმები და სამხედრო თავსებადობა ნატოსთან, რაც საქართველოს უკრაინისგან განსხვავებით აქვს, თუმცა საქართველოს აქვს პრობლემები დემოკრატიის კუთხით. ის, რომ უკრაინას გზა დაუმოკლდა ნატოში წევრობისაკენ, მაპის ამოღების კუთხით, ეს არის პოლიტიკური მექანიზმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში მაპის საკითხი ამოღებული იქნას, რათა რუსეთის მხრიდან ეს საკითხი არ გახდეს დამატებითი სპეკულაციების მიზეზი.

„მაპი არის სახელი, რომელიც შედგება კონკრეტული საშინაო დავალებებისგან და უნდა შესრულდეს, სანამ ქვეყანა ამ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს იქამდე ნატოში მოწვევა არ ხდება. ფინეთი და შვედეთი აკმაყოფილებდნენ ამ კრიტერიუმებს და პირველად მოხდა, როდესაც მაპი, როგორც გაწევრიანების მექანიზმი არ გამოიყენეს.

მნიშვნელოვანი მაპი არ არსებობდეს საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში, რათა რუსეთმა არ გამოიყენოს ეს მორიგ ჯერზე საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ.

ფინეთი მოსახლეობით არის საქართველოს მსგავსი ქვეყანა, თუმცა საომარი მდგომარეობის შემთხვევაში შეუძლია 300 000 კაცის გამოიყენოს, რაც მიუღწეველი ოცნებაა საქართველოსთვის. ფინეთს სამხედრო გარანტია მისცა დიდმა ბრიტანეთმა. თუ მოწვევიდან გაწევრიანებამდე რუსეთი სამხედრო გზით რაიმეს მოიმოქმედებდა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები იქნებოდნენ ფინეთის უსაფრთხოების გარანტორები. საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში მაპი როგორც სათაური არის პრობლემა რუსეთის ჭრილში, შესაბამისად მაპის ამოღება უკრაინისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები