26 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
იმ გრძელვადიანი ვალდებულებებით, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ვაპირებთ უზრუნველვყოთ უკრაინის უსაფრთხოება ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც შეიძლება მოხდეს - ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ნატო-უკრაინის საბჭოს პირველ შეხვედრაზე ყველა მოკავშირე შეთანხმდა უკრაინის მომავალზე ნატოში. მისივე თქმით, ისინი არ დაელოდებიან პროგრესს აუცილებელ ვალდებულებებში უკრაინის მხრიდან და იღებენ გრძელვადიან ვალდებულებას მისი უსაფრთხოებისთვის.

"ჩვენ ახლახან დავასრულეთ ნატო-უკრაინის საბჭოს პირველი შეხვედრა და ყველა ჩვენი მოკავშირე შეთანხმდა უკრაინის მომავალზე ნატოში. ეს არც ერთი ჩვენგანისთვის არ არის გასაკვირი. ყველა მოკავშირე შეთანხმდა უკრაინის წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების გაუქმებაზე და ნატოში გაწევრიანების გზაზე, სანამ უკრაინა განაგრძობს პროგრესს აუცილებელ მიმართულებებში. ჩვენ არ ველოდებით ამ პროცესის დასრულებას იმისთვის, რომ მივიღოთ გრძელვადიანი ვალდებულებები, რომლებსაც ვიღებთ უკრაინის უსაფრთხოებისთვის.

მე და ბატონმა ზელენსკიმ ვისაუბრეთ იმ გარანტიების შესახებ, რომელთა გაცემაც შეგვეძლო, როდესაც მე ვიყავი უკრაინაში და როდესაც ვხვდებოდით სხვა ადგილებში. ასე რომ, დღეს, გრძელვადიან ვალდებულებებით, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, მხარს ვუჭერთ იმ მოსაზრებას, რომ ჩვენ ვაპირებთ უზრუნველვყოთ უკრაინის უსაფრთხოება მისი საჭიროებებისთვის და ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც შეიძლება მოხდეს.

დღეს დიდი შვიდეულის წევრები მუშაობენ ერთობლივ დეკლარაციაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის, რათა ნათლად აჩვენონ, რომ ჩვენი მხარდაჭერა მომავალში დიდხანს გაგრძელდება. ეს არის პროცესი, რომლითაც თითოეული ერი და ნებისმიერი სხვა ქვეყანა, შეძლებს მოლაპარაკებებს გრძელვადიან უსაფრთხოების ვალდებულებებზე უკრაინასთან. ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ უკრაინას ააგოს ძლიერი, უნარიანი თავდაცვა ხმელეთზე, ჰაერსა და საზღვაო მასშტაბით. ეს იქნება სტაბილურობის ძალა რეგიონში და შეაკავებს ნებისმიერ საფრთხეს.

მინდა მადლობა გადავუხადო დიდი შვიდეულის ლიდერებს და პრეზიდენტ ზელენსკის გაწეული მუშაობისთვის, რათა ეს მოხდეს. ვფიქრობ, ეს არის ძლიერი განცხადება, ჩვენი ერთგულების შესახებ უკრაინის მიმართ, რადგან ის იცავს მის თავისუფლებას დღეს და აღადგენს მომავალს. ჩვენ ვიქნებით მის გვერდით, სანამ საჭიროა,"-განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა "დიდი შვიდეულისგან" უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიას იღებს - შესაბამისი დეკლარაცია ლიდერებმა ვილნიუსში მიიღეს. დოკუმენტი ითვალისწინებს უფრო დიდი მოცულობის სადაზვერვო მონაცემების სწრაფ გაცვლას, ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას, უკრაინელი სამხედროების მოსამზადებელი პროგრამების გაფართოებას და უკრაინის საწარმოო პოტენციალის გაძლიერებას.

დღის ამბები