26 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
უკრაინა "დიდი შვიდეულისგან" უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიას იღებს

უკრაინა "დიდი შვიდეულისგან" უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიას იღებს - შესაბამისი დეკლარაცია ლიდერებმა ვილნიუსში მიიღეს. დოკუმენტი ითვალისწინებს უფრო დიდი მოცულობის სადაზვერვო მონაცემების სწრაფ გაცვლას, ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას, უკრაინელი სამხედროების მოსამზადებელი პროგრამების გაფართოებას და უკრაინის საწარმოო პოტენციალის გაძლიერებას. 

დეკლარაციის მიღებით, ნატოს სამიტი დასასრულს უახლოვდება. დარჩა მხოლოდ შემაჯამებელი ბრიფინგი. ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

დღის ამბები