თავდაცვის სამინისტრომ ცნობილ გერმანულ საპროთეზო კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა - ცერემონია მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში გაიმართა.
მხარეებმა დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებზე ისაუბრეს.
ხელშეკრულების თანახმად, თავდაცვის უწყება, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის 28 ერთეულ ქვედა კიდურის და შვიდ ერთეულ ზედა კიდურის პროთეზს შეისყიდის.