26 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ჯეიმს კლევერლის შეხვდა

ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის შეხვდა. 

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ჩამოყალიბებული ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული კავშირები. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე,
სადაც ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში გაერთიანებული სამეფოს მხარდამჭერის მნიშვნელობაზე.

დღის ამბები