26 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
მთავარი გზავნილი პარტნიორებმა მისცეს უკრაინას იმისათვის, რომ დღეს უკრაინის მხარდაჭერა არის პარტნიორების მთავარი საკითხი - დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ვილნიუსის სამიტის მთავარი თემა არის უკრაინა.

მისივე განცხადებით, პარტნიორები განსაკუთრებულ ძალისხმევას მიმართავენ, რათა უკრაინას ჰქონდეს მათი მხარდაჭერა:

"ალიანსი იმ შემთხვევაში გადაწყვეტს მოიწვიოს უკრაინა, თუკი ამაზე შეჯერდება ალიანსი და ამის შესაბამისი პირობები იქნება შესრულებული. 

მთავარი გზავნილი პარტნიორებმა მისცეს უკრაინას იმისათვის, რომ დღეს უკრაინის მხარდაჭერა არის პარტნიორების მთავარი საკითხი.

უკრაინას აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, მთავარი ჩანაწერი კომუნიკეში ცალსახად ანახებს იმას, რომ პარტნიორები განსაკუთრებულ ძალისხმევას მიმართავენ რათა უკრაინას ჰქონდეს მათი მხარდაჭერა,"- აღნიშნავს ილია დარჩიაშვილი. 

დღის ამბები