26 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
30 დრონიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ და ჯარისკაცებმა 30-ივე ჩამოაგდეს - ვითარება ფრონტის ხაზზე

უკრაინელი სამხედროები შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს თითქმის მთელი ღამის განმავლობაში იგერიებდნენ. 30 დრონიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ და რიგითმა ჯარისკაცებმა 30-ვე ჩამოაგდეს. მათი უდიდესი ნაწილი უკრაინის დედაქალაქის და კიევის ოლქის მისამართით იყო გაშვებული.საოკუპაციო ძალა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ვილნიუსის სამიტის პარალელურად უტევდა

2 მშვიდობიანი დაიღუპა დონეცკის ოლქში. კრიტიკულად მძიმე დაზიანება მიიღო სამმა. აგრესორმა საარტილერიო სისტემები გამოიყენა ხერსონის და სუმის ოლქების წინააღმდეგაც.

ზაპოროჟიეს ოლქში ორეხოვოზე რუსული ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. აგრესორმა სკოლის შენობა რაკეტებით იმ დროს დაბომბა, როდესაც ადგილობრივებს ჰუმანიტარულ დახმარებას ურიგებდნენ.

გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 15 დარტყმა განახორციელა იმ ადგილებში, სადაც მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა, იარაღი და სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს 540 რუსი დამპყრობელი, 4 ტანკი, 17 ჯავშანტექნიკა, 14 საარტილერიო სისტემა, 4 საზენიტო-სარაკეტო სისტემა და 1 ვერტმფრენი.

უკრაინელ ჯარისკაცებს წინსვლა აქვთ ბერდიანსკის მიმართულებითაც. გენშტაბის ინფორმაციით, ინტენსიური ცეცხლის შედეგად საოკუოპაციო ძალას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ლიკვიდირებულია რუსული არმიის გენერალ-ლეიტენანტი. ოლეგ ცოკოვი ერთ-ერთ სასტუმროში ოფიცრებთან ერთად იყო გამაგრებული. "სთორმ შედოუს" ტიპის რაკეტით განხორციელებულ შეტევას, ცოკოვთან ერთად 50-ზე მეტი ოკუპანტი ესხვერპლა.

უკრაინის აღჭურვას განაგრძობს საფრანგეთი. პარიზმა კიევს უკვე მიაწოდა შორ მანძილზე მოქმედი "სკალპის" ტიპის რაკეტები. უახლოეს პერიოდში დამატებით 700 მილიონიან დახმარებას გამოყოფს გერმანია. ბერლინი უკრაინას 25 ტანკს და "პეტრიოტის" 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს გადასცემს.

დღის ამბები