26 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
სტიქია რეგიონებში - ჩხოროწყუ, ხობი, სენაკი, აბაშა, ფოთი, წალენჯიხა და ზუგდიდი, ბოლო 24 საათის განმავლობაში ძლიერ სტიქიას ებრძვის

ძლიერი წვიმის შედეგად სამეგრელოს დიდი ნაწილი დატბორილია, ადამიანებს საკუთარი სახლის დატოვება წელამდე წყალში მყოფებს უწევთ.

ჩხოროწყუ, ხობი, სენაკი, აბაშა, ფოთი, წალენჯიხა და ზუგდიდი, ბოლო 24 საათია ძლიერ სტიქიას ებრძვის. უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარეებმა მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი მიწები დატბორა. მოვარდნილმა წყალმა წააქცია ელექტროსადენები და დააზიანა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. სტიქიის გამო, ერთდროულად მოძრაობა შეფერხდა სამეგრელოში არსებული საქალაქთაშორისო გზების რამდენიმე მონაკვეთზე.

ღვარცოფისა და ადიდებული მდინარეების გამო მოძრაობა დილიდან შეფერხებული იყო ჩხოროწყუ-სენაკის დამაკავშირებელ გზაზეც. აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ საბოკუჩაოში კი რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილობრივების გადარჩენა შეძლეს, თუმცა ბევრი მათგანი შინაური პირუტყვისა და მოსავლის გარეშე დარჩა. ძლიერმა წვიმა პრობლემები შექმნა იმერეთშიც. წყალტუბოს რაიონში დაზიანებულია სახლები, მოსახლეობა კი დახმარებას ითხოვს. უამინდობამ პრობლემები შეუქმნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსაც, რომელიც ახლა მუშაობას, საგანგებო რეჟიმში აგრძელებს.

დღის ამბები