26 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
გვაქვს მოლოდინი, რომ ვილნიუსის სამიტი კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს მის უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ მიზანთან, რაც არის ალიანსში ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია - ირაკლი ბერაია

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე საქართველო ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოებას და როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერის გაზრდას ელოდება.

"ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ვილნიუსის სამიტი კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს მის უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ მიზანთან, რაც არის ჩვენი ქვეყნის ალიანსში სრულფასოვანი ინტეგრაცია და კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს, როგორც პოლიტიკური ისე პრაქტიკული მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი ჩანაწერები იქნება სათანადოდ ასახული სამიტის საბოლოო კომუნიკეში." - აღნიშნა ბერაიამ.

მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტის პარალელურად, მიმდინარეობს მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომლის მიზანია საქართველოს ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის პროცესის დაზიანება.

"უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, ამ პროცესის პარალელურად, გვესმის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის არამხოლოდ დისკრედიტაციას, არამედ დაზიანებას." - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

დღის ამბები