26 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
უხვმა ნალექმა გურიის სოფლები დააზარალა

უამინდობამ პრობლემები შექმნა გურიაში. ძლიერმა წვიმამ დააზარალა ოზურგეთი, ჩოხატაური და ლანჩხუთი.

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, შიდა გზები, ხიდები და ელექტროგადამცემი ხაზები.დაიტბორა სახნავ-სათესები, განვითარდა მეწყრული პროცესებიც. 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შარაშიძეს განცხადებით, მუნიციპალური და სამაშველო სამსახურები სტიქიის ზონაში პრობლემის აღმოსაფხვრელად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

„ორდღიანი უხვი  ნალექის შემდეგ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს საკმაო ზიანი მიადგა დაიტბორა, როგორც ქალაქის  ცენტრალური ნაწილი, ასევე უმეტესი სოფლები. ადიდებული მდინარე გადმოვიდა კალაპოტიდან და დატბორა ოჯახების ეზოები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და რამდენიმე კომერციული ფართი. ცოტახნით ელექტროენერგია შეუწყდა რამდენიმე სოფელს, მალევე ენერგო პროს ჯგუფმა აღადგინა. მობილიზებული იყო მეიის შესაბამისი სამსახურები, სოფლების ხელმძღვანელი პირები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და შესაბამისი ტექნიკით ვებრძოდით სტიქიას. დღეს უკვე მდგომარეობა ნორმალურია“, - განაცხადა  დავით შარაშიძემ

 

დღის ამბები