26 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
"ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის" - პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

"ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი" - აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მუნიციპალური საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, 14 მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული საგრანტო პროექტები წარადგინა.

ღონისძიებაზე, ასევე წარმოდგენილი იყო შერჩეული მუნიციპალიტეტის ბენეფიციართა მიერ წარმოებული სხვადასხვა პროდუქცია.

პროგრამის ხანგრძლივობა 4 წელია და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო სექტორისა, სამოქალაქო საზოგადოების დაახლოებასა და თანამშრომლობას.

დღის ამბები