შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება და მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს - ეს განცხადება დღეს კრემლში გაკეთდა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, შვედეთის ნატო-ში შესვლას ცალსახად ნეგატიური შედეგი მოჰყვება რუსეთისთვის. პესკოვი ამბობს, რომ საპასუხოდ რუსეთი გადადგამს ნაბიჯებს, როგორიც ფინეთის ნატოში გაწევრიანების კონტექსტში იგეგმება.