სხვადასხვა მედიასაშულებები, ნატოს გენერალური ასამბელის გენერალურ მდივანზე დაყრდნობით "ტვიტერზე" იუწყებიან, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ნატოში შვედეთის გაწევრიანებას თანხმდება.
ინფორმაცია თავად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა რამდენიმე წუთის წინ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა:
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ შვედეთის პრემიერთან და პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, ერდოღანი დათანხმდა შვედეთის ნატოსთან მიერთებას. ეს არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ნატოს ყველა მოკავშირეს უფრო ძლიერს და უსაფრთხოს ხდის," - წერს იენს სტოლტენბერგი.