ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარასთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. გარდაცვლილი ქალი ექსპერტიზაზე, ხოლო დაშავებული კლინიკა "იმედში" გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის მზია კაკოშვილის განმარტებით, პაციენტი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
"გულ-მკერდის და მუცლის ღრუს დახურული ტრავმა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა აქვს. ამ ეტაპზე ვაკვირდებით" - განაცხადა მზია კაკოშვილმა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.