ბათუმში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა. ქარმა რამდენიმე ხე წააქცია, რომელიც მსუბუქ ავტომობილებს დაეცა და დააზიანა.
ასევე დაზიანებულია ქუჩის ინფრასტრუქტურა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.