26 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
საქართველო სტრატეგიულ მზადყოფნაშია გაწევრიანებისთვის, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა მიღებულ იქნას ის გადაწყვეტილება, რასაც საქართველო იმსახურებს - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველომ დაამტკიცა, რომ არის საიმედო პარტნიორი და ნატო-ს წევრობას იმსახურებს.

თალაკვაძის განმარტებით, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგია საკუთარი ქვეყნის გაკრიტიკება და სახელმწიფოს დაზიანებაა.

"საქართველო არის ნატო-ს ყველაზე საიმედო პარტნიორი და არაწევრ ქვეყნებს შორის ის სახელმწიფო, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ნატო-ს საერთაშორისო მისიებში. ჩვენი ქვეყანა სტრატეგიულ მზადყოფნაშია გაწევრიანებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა მიღებული იყოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც საქართველო იმსახურებს. საქართველო ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი.

გვესმის, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთი დღის წესრიგი, გააკრიტიკოს საკუთარი ქვეყანა, როგორმე დააზიანოს სახელმწიფო მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური ქულები მოიპოვოს.

ჩვენი გუნდისა და ხელისუფლების თითოეული ლიდერის მოლოდინია, რომ ნატო ძალიან მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს საქართველოსთან მიმართებით და ის გზავნილი, რომელიც ბუქარესტის სამიტზე იყო გაკეთებული თავის დროზე, გაძლიერდება და სამომავლო განვითარების ტრაექტორიას ცხადად გამოაჩენს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები