26 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
საქართველო უელსთან დამარცხდა და ახალ ზელანდიას შეხვდება

სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. საქართველოს ნაკრები მე-5 ადგილებისთვის ნახევარფინალში უელსს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 21:40 დამარცხდა. უელსთან მარცხის შემდეგ, ქართველ მორაგბეებს მსოფლიოს პირველობაზე ერთი მატჩი დარჩათ ჩასატარებელი. ბორჯღალოსნები მე-7 ადგილისთვის თამაშში ახალ ზელანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა სტელენბოშში 14 ივლისს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები