"ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი, წარუმატებელი ამბოხის შემდეგ, ვლადიმირ პუტინს მოსკოვში შეხვდა - ინფორმაციას ფრანგული გაზეთი Libération დასავლეთის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, პრიგოჟინი კრემლში 1 ივლისს გამოიძახეს.
გამოცემის ინფორმაციით, კრემლში პრიგოჟინი სხვა მეთაურებთან ერთად გამოიძახეს, შეხვედრას კი "როსგვარდიის" მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი და საგარეო დაზვერვის სამსახურის მეთაური სერგეი ნარიშკინიც ესწრებოდნენ.