ნიუ-იორკი უხვი ნალექით გამოწვეულ წყალდიდობას ებრძვის. რამდენიმე საათიანმა ძლიერმა წვიმამ, მდინარე ჰადსონის ქვედა ველზე მაგისტრალები და სახლები დატბორა. დაიღუპა ერთი ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნიუ-იორკის ჩრდილოეთით მდებარე რაიონებში, წყალმა მანქანები წაიღო. წყალდიდობის გამო, პოლიციამ დაკეტა გზები და გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობას მოუწოდეს მაღალ ადგილზე ასულიყვნენ და მოგზაურობისგან თავი შეეკავებინათ. მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად, ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.