26 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
ჯო ბაიდენი ევროპაშია - ნატო სამიტისთვის ემზადება

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტი ლიეტუვის დედაქალაქში 11-12 ივლისს იმართება. შეხვედრას ნატოს წევრი ქვეყნების პირველი პირები დაესწრებიან. სამიტზე მიწვეულია ვოლოდიმირ ზელენსკიც.

ნატოს ლიდერთა წინასწარი განცხადებების თანახმად, სამიტზე არ იგეგმება ალიანსში უკრაინის ოფიციალურად მიწვევა. სამიტის ერთ-ერთ მთავარი მონაწილე - შეერთებული შტატების პრეზიდენტი, უკვე ევროპაშია. ჯო ბაიდენი, ამჟამად, დიდ ბრიტანეთში იმყოფება, ლიეტუვაში ჩასვლამდე ის ფინეთსაც ეწვევა.

ვილნიუსის სამიტამდე ორი დღით ადრე ამერიკისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მთავარი თემები, უკრაინასთან ერთად, შვედეთის ალიანსში გაწევრიანება იყო. თურქული მედიის ინფორმაციით, ერდოღანმა კმაყოფილება გამოთქვა შვედეთის მიერ ანტიტერორისტულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ტერორიზმის მხარდამჭერები ქვეყანაში დემონსტრაციებს თავისუფლად ატარებენ, რაც "ქვეყნის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს უსაფუძვლოს ხდის."

დღის ამბები