26 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში პროექტი სახელწოდებით - "ამღერებული მუზეუმი" დაიწყო - პროექტის მასპინძელი პირველი კუთხე სამეგრელოა

"ამღერებული მუზეუმი" - ეს არის პროექტი, რომელიც განსაკუთრებით ქართული ფოლკლორის მოყვარულებს დააინტერესებს. ეთნოგრაფიული მუზეუმი რამდენიმე თვის განმავლობაში ფოლკლორული მუსიკის ელემენტებით გაცოცხლდება. ანსამბლი "დიდგორი" მუზეუმის სტუმრებისთვის, ქართული ხალხური სიმღერის გაკვეთილებს და ფოლკლორულ კონცერტებს გამართავს. პროექტი დღეს დაიწყო და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ამ პროექტის განსახორციელებლად იდეალური სივრცე თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმია. ადგილი სადაც საქართველოს ყველა კუთხე ერთიანდება. ერთ სივრცეშია სამეგრელოს, გურიის, აჭარის, სვანეთის, კახეთის, ქართლის და სხვა კუთხეებისთვის დამახასიათებელი სახლები და ეზოები. მუზეუმის ვიზიტორებს, სწორედ ამ სივრცეში ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ ხალხური სიმღერის გაკვეთილებს პროფესიონალ მომღერლებთან ერთად, სხვადასხვა კუთხის სახლების ეზოებში კი ამ კუთხეების ფოლკლორს მოუსმინონ. პროექტის მასპინძელი პირველი კუთხე სამეგრელოა!

დღის ამბები