26 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
"საქართველო გააგრძელებს უკრაინელი ხალხის და მეგობარი ქვეყნის დახმარებას" - რას ამბობს საქართველო ელჩი უკრაინაში ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველო უკრაინის დიპლომატიურ ურთიერთობებს საფრთხე შეუქმნა - ელჩი და დიპლომატიური მისია, რომელსაც კიევი რუსეთის სამხედრო აგრესიის ყველაზე მძიმე ფაზაშიც კი არ დაუტოვებია, ქვეყნიდან გამოუშვეს. ორშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველ დიპლომატს 48 საათი მისცა იმისთვის, რომ თბილისში დაბრუნებულიყო და საქართველოს ხელისუფლებასთან უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე კონსულტაციები გაემართა.

დიპლომატიურ დემარშს და ულტიმატუმის ენას - მალევე მოჰყვა პასუხი თბილისიდან. კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე არ გაიმართება. ამის მიუხედავად, საქართველო ომში მყოფი ქვეყნის კრიტიკას არ აპირებს და უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება. ახსენებს იმ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერასაც რომელიც, თბილისისგან კიევმა - მოსკოვის ინტერვენციის პირველივე დღიდან მიიღო.

რა ამბობს თავად ელჩი - "კურიერი" გიორგი ზაქარაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს უკრაინელი ხალხის და მეგობარი ქვეყნის დახმარებას.

"უკრაინის მხარეს განემარტა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სინამდვილეს და დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, და სხვა მრავალი ფაქტით. ყველგან საქართველო იდგა უკრაინის გვერდით, ისევე, როგორც ჰუმანიტარულ ნაწილში. საქართველო გააგრძელებს უკრაინელი ხალხის და მეგობარი ქვეყნის დახმარებას," - აღნიშნა გიორგი ზაქარაშვილმა.

 

ავტორი: იზი ბურნაძე 

დღის ამბები