"მუსიკალური საღამოები" რეგიონებში გრძელდება. გარდაბან მარათონს უერთდება, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.
გარდაბნის ცენტრალურ პარკში, ღონისძიების ჩასატარებლად სამზადისი დილიდან მიმდინარეობს, ეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცეები და პავილიონები.
19:00 საათიდან ადგილობრივებს მხიარულ და საინტერესო ღონისძიებები ელით, რომელიც ჯგუფი "ალილოს," სოფო ბედიას და ელენე ფოჩხუას კონცერტით დასრულდება.