გერმანიაში აქციის მონაწილეებთან შეტაკებისას 26 სამართალდამცავი დაშავდა. დაკავებულია 100 პირი. შემთხვევა ერთ-ერთ ფესტივალზე მოხდა.
როგორც პოლიციაში განმარტავენ, ერითრეის კულტურის ფესტივალის გამართვას 250 ადამიანი აპროტესტებდა. არასანქცირებული აქციის დაშლის დროს აქტივისტებმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები ესროლეს. ზოგიერთმა დამცავი ჯებირები გაარღვია.
შემთხვევასთან დაკავშირებით ფიზიკური ზიანის მიყენებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მუხლით გამოძიებაა დაწყებული.