წნორის ახალ პარკში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მუსიკალური საღამო იმართება. სკვერში სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. მონტაჟდება საკონცერტო სცენა, ეწყობა საბავშვო, გასართობი სივრცეები და პავილიონები.
ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება. მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი მეწარმეების მიერ გამოფენილი პროდუქცია დაათვალიერონ. ღონისძიებაზე პატარა სტუმრებისთვის საბავშვო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები გაიმართება. მათ განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები იზრუნებენ.
მუსიკალური საღამო ანკა თათარაშვილის, სალი ცინცაძის და ნოდარიკო ხუციშვილის კონცერტით დასრულდება.