ევროპის 2023 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი დასრულდა. ისტორიაში პირველად, ღონისძიებას საქართველომ უმასპინძლა. ფინალური შეხვედრა ინგლისსა და ესპანეთს შორის ბათუმის ახალ საფეხბურთო მოედანზე გაიმართა. ჩემპიონი ინგლისი გახდა.
ლი კარსლის გუნდმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა. გაიმართა დაჯილდოების ცერემონია.
სტადიონზე იმყოფებოდნენ საქართველოს და სომხეთის პრემიერ მინისტრები. ირაკლი ღარიბაშვილი საფეხბურთო მატჩს ოჯახთან ერთად დაესწრო.