"ნორჩი ფეხბურთელები" - ამ პროექტში აფხაზეთიდან დევნილი 25 ახალგაზრდა მონაწილეობს. ისინი ფეხბურთის ფედერაციის აკადემია რუხში არიან - საფეხბურთო წვრთნებს ახალგაზრდებს, კვალიფიციური სპეციალისტები უტარებენ.
პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.