პატრიარქის თანამოსაყდრის შესაძლო მოწამვლა, ციანიდის საქმეს ახსენებს ოპოზიციის ნაწილს. მმართველი გუნდის ოპონენტები, გამოძიების შედეგებს ელოდებიან.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საჭიროა საზოგადოება გამოძიებას დაელოდოს. როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, შეფასებების გაკეთების დროს სიფრთხილეა საჭირო.
ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რით და როდის შეიძლება მოეწამლათ პატრიარქის თანამოსაყდრე. მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გასულ კვირას დამძიმდა, ის სამებაში წირვებსაც ვეღარ აღავლენდა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ამ დროისთვის მეუფე თავს კარგად გრძნობს.