26 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
"პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებმა ღონისძიებისთვის გამაგრებული სცენა დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან "პრაიდის კვირეულის" მთავარი ღონისძიების მონაწილეების ევაკუაცია განხორციელდა. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებმაც.

ტერიტორიის დატოვებამდე მათ დააანონსეს, რომ ნაწილი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებდა, ნაწილი კი ადგილზე დარჩებოდა, თუმცა საბოლოოდ გეგმა შეიცვალა.

მანამდე, აქციის მონაწილეებმა, "პრაიდ ფესტივალისთვის" გამაგრებული სცენა დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს.

ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს და საბოლოოდ, ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ტერიტორიას განარიდეს, არიან დაკავებულებიც. ამ დროისთვის კი ლისის ტბის როგორც შიდა, ისე გარე ტერიტორიაზე პოლიცია ისევ მობილიზებულია.

დღის ამბები