26 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
"ნეტა, პრეზიდენტის შეწყალებული ჟორიკა რურუა თუ აიღებს თავის თავზე, ხვალ, რომ რამე ინციდენტი მოხდეს" - ზურაბ ქადაგიძე

ნეტა, პრეზიდენტის შეწყალებული ჟორიკა რურუა თუ აიღებს თავის თავზე, ხვალ, რომ რამე ინციდენტი მოხდეს? - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

ქადაგიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით, რურუა თბილისი პრაიდის კვირეულისთვის დათმობილი ტერიტორიის მეწილეა.

"რა თქმა უნდა კვლავ ნაცები, აბა სხვა ვინ ეცდება სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობას? ნეტა, პრეზიდენტის შეწყალებული ჟორიკა რურუა თუ აიღებს თავის თავზე, ხვალ, რომ რამე ინციდენტი მოხდეს? არა და ეს რურუა ხომ სამოქალაქო დეესკალაციის საბაბით გაათავისუფლა პრეზიდენტმა, ნეტა თუ ითავისებს მის ასეთ განსაკუთრებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობას თავად ჟორიკა?

ჰო და ბატონო გიორგი! ნება იბოძე და გააუქმე ხვალინდელი ღონისძიება, რომ თავიდან აცილებული იყოს პოტენციური დაპირისპირება თუ იმდენი გაქვს აღებული,რომ ციფრები უფრო წონის ვიდრე მოქალაქეთა უსაფრთხოება?" - წერს ზურაბ ქადაგიძე.

დღის ამბები