26 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
რუსეთი კასეტურ შეიარაღებას იყენებს მეორე ქვეყნის დასაპყრობად, უკრაინა კი, თავის დასაცავად - იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის კასეტური შეიარაღების შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინა ამ აგრესიულ ომში თავს იცავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"ზოგიერთმა მოკავშირემ ხელი მოაწერა კონვენციას კასეტურ შეიარაღებასთან დაკავშირებით, ზოგიერთ მოკავშირეს კი, ამ კონვენციაზე ხელი არ აქვს მოწერილი", – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, უკრაინა სასტიკი ომის წინაშეა.

"ეს სისასტიკე ყოველდღიურად აისახება იმაში, რომ ყოველდღიურად ვხედავთ მსხვერპლს და იმაში რომ კასეტურ შეიარაღებას ორივე მხარე იყენებს", – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

როგორვც სტოლტენბერგი აღნიშნავს, რუსეთი კასეტურ შეიარაღებას იყენებს მეორე ქვეყნის დასაპყრობად, უკრაინა კი, მათ თავის დასაცავად იყენებს.

დღის ამბები