26 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
საქართველო ისტორიაში პირველად, ფეხბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადება

საქართველო ისტორიაში პირველად, ფეხბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადება. დარჩენილია ზუსტად 12 საათი, ბათუმის სტადიონზე ოქროს მედლებისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები იბრძოლებენ. მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებისთვის რამდენიმე აქტივობა იგეგმება, მათ შორის ფინალზე დასასწრები ბილეთების გათამაშება.

უეფა საქართველოში ახალგაზრდული პირველობის ორგანიზებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ქვეყანამ ჩემპიონატის ორგანიზების კუთხით ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

საქართველოში მოიხსნა და დამყარდა გულშემატკივართა თამაშზე დასწრების რამდენიმე რეკორდიც, მხოლოდ საქართველო-ისრაელის მატჩს 44 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო. ესპანეთსა და ინგლისს შორის თამაში ბათუმის სტადიონზე ხვალ 20:00 საათზე დაიწყება. 

დღის ამბები