26 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
დაპირისპირება საგარეჯოში - ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ხელჩართული ჩხუბიდან ერთი დღის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა" მოძალადეების დასჯას ითხოვს. გამოძიების დაწყების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურას პარტიის ადვოკატმა უკვე მიმართა. სამართლებრივთან ერთად, ხაბეიშვილის გუნდს, საკუთარი პოლიტიკური არგუმენტებიც აქვს-ფაქტორი აქაც მიხეილ სააკაშვილია. სწორედ ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკაში დაბრუნება გახდა, პარტიის შეფასებით, მათ მიმართ მორიგი აგრესიის მიზეზი.

საგარეჯოში მომხდარი ინციდენტი, მომავალ არჩევნებზე მოსალოდნელი დაძაბულობის წინაპირობაა ოპოზიციისთვის. დანაშაულებრივი ქმედებების წამხალისებლად და ორგანიზატორებად, ოპონენტები ხელისუფლებას ასახელებენ და იქვე ვარაუდობენ, რომ ძალადობა პარტიული თუ საჯარო მოხელეების ჩართულობით, განმეორებითი იქნება.

ყველა პოლიტიკურ ბრალდებას, მათ შორი ძალადობასთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ "ქართული ოცნების“ ლიდერები. ინციდენტს დღეს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა და ყოველგვარი ძალადობა დაგმო. შალვა პაპუაშვილმა იქვე ოპონენტებს შეახსენა, რომ ძალადობის კულტივაციას თავად ახდენენ. ძალადობა დაგმო დღეს სახალხო დამცველმაც.

საგარეჯოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

 

ავტორი: ანუკა ბუავა. 

დღის ამბები