26 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო,- ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს უწყებაში განუცხადეს.

მათივე ცნობით, გამოძიების შედეგების მიხედვით, შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს

შეგახსენებთ, "რუსთავი 2-მა" მოიპოვა ინფორმაცია, რომ ბოლო თვის განმავლობაში მეუფე შიო შეუძლოდ გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მძიმედ ის იყო 1 კვირის წინ.

ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში აღმოჩნდა არაერთი საეჭვო ნივთიერება. არსებული ინფორმაციით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ.

დღის ამბები