შეერთებულ შტატებში, ნიუარკის პორტში გემზე ხანძრის შედეგად 2 მაშველი დაიღუპა და 5 დაშავდა. ცეცხლის გაჩენის დროს იტალიის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო ხომალდზე ეკიპაჟის 28 წევრი იმყოფებოდა. ისინი ხანძარს უვნებლად გადაურჩნენ.
გემს 1 200 ავტომანქანა გადაჰქონდა. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი - დეტალები გამოძიებამ უნდა დაადგინოს. წინასწარი ინფორმაციით, გემბანზე საწვავის დაღვრის ფაქტი არ გამოვლენილა.
ნიუ-არკის პორტი ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია.