26 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
დროებითი თავისუფლება 2 მილიონ 500 000 ლარის სანაცვლოდ - სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთის ღონისძების სახით გირაო შეუფარდა

დროებითი თავისუფლება 2 მილიონ 500 000 ლარის სანაცვლოდ - სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთის ღონისძების სახით გირაო შეუფარდა.

გიორგი ბაჩიაშვილს საქმის გამოძიების დასრულებამდე აეკრძალა ქვეყნის დატოვებაც და დაევალა საქართველოს და რუსეთის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება.

მას პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი, დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას. სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ბრალდებულიც. გიორგი ბაჩიაშვილი ამტკიცებს, რომ ის უდანაშულოა.

დღის ამბები