26 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
გადახდილი სახურავები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანს, ქარბორბალამ გადაუარა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანს, ტორნადომ გადაუარა. სოფელში ქარბორბალა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, თუმცა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ადგილობრივებისთვის სერიოზული ზიანი მიეყენებინა.

ტორნადომ ვაჩიანს ისე გადაუარა, რომ არავინ დაშავებულა. თუმცა გრიგალმა სახურავი 25-მდე საცხოვრებელ სახლს, ავტოფარეხებს და საქონლის სადგომებს გადახადა. ადგილობრივები, დაზიანების შეკეთებას საკუთარი ძალებით ცდილობენ. სტიქიამ დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძებიც, განადგურებულია ინფრასტრუქტურა.

ტორნადოს შემდეგ, სოფელში კიდევ ერთი დამაზიანებელი სტიქია დაიწყო. ქარის მიერ საცხოვრებელი სახლების დაზიანების შემდეგ, სეტყვამ ადგილობრივებს მოსავლის დიდი ნაწილი გაუნადგურა.

მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შექმნილი კომისია ითვლის. პარალელურად კი, უკვე მიმდინარეობს დაზარალებულთა დახმარების პროცესი.

ძლიერი წვიმა და ქარი სამცხე–ჯავახეთის რეგიონში მეორე კვირაა გრძელდება. სტიქიის შედეგად, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი დაზარალდა.

დღის ამბები